საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    პროფესორ სიმონ გელაშვილისა და ასოცირებული პროფესორ მაია მინდორაშვილის კიდევ ერთი წარმატება

              მიმდინარე წლის სექტემბერში გამოცხადდა კონკურსი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს წევრის ორ ვაკანსიაზე, სადაც მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორმა სიმონ გელაშვილმა და ასოცირებულმა პროფესორმა მაია მინდორაშვილმა. მათ წარმატებით გაიარეს კონკურსის ყველა ეტაპი, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტმა პროფესორი სიმონ გელაშვილი და ასოცირებული პროფესორი მაია მინდორაშვილი მეორე ვადით აირჩია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს წევრებად.

              ვულოცავთ ჩვენს ღირსეულ კოლეგებს ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ ნაყოფიერ საქმიანობას საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და მთლიანად ჩვენი უნივერსიტეტის მაღალ იმიჯზე.

    თარიღი: 30/11/2022